Tuesday, July 19, 2011

პროექტი: " პოლიეთილენი-ბუნების მტერი"

პროექტის მთავარი იდეა:  დღესდღეობით გამუდმებით საუბრობენ ეკოლოგიურ   კატასტროფებზე. ეკოლოგიური კატასტროფა ადამიანების  ბუნებისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგია.გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამყაროს  გადარჩენაში. გავესაუბრებით სოფლის მოსახლეობას   და ამ პრობლემის მოგვარებას სოფლის ტერიტორიის დასუფთავებით დავიწყებთ.
პროექტის მნიშვნელობა /აქტუალობა:ამ პროექტით მოსწავლეები ისწავლიან გარემოზე ზრუნვას. მათ შეექმნებათ ინტერესი, რომ  გაუფრთხილდნენ გარემოს.მათ შეექმნებათ ნეგატიური დამოკიდებულება   დაბინძურებული გარემოსადმი. მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკოდებლად კვლევა– ძიების უნარი.
პროექტის მიზნები:  მოსწავლეები მოიძიებენ  ინფორმაციებს პოლიეთილენის თვისებებზე,რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვის პრობლემებთან, ისწავლიან  თუ რამდენად საზიანოა  პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლების დაყრა ბუნებრივ პირობებში. გავესაუბრებით სოფლის მოსახლეობას,  დავურიგებთ  ბუკლეტებს , გადაიღებენ სურათებს   და განათავსებენ ინტერნეტ გვერდზე.
მონაწილეთა ასაკი: 15-17 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 1-მარტი - 1-მაისი
მოსალოდნელი შედეგები/  პროდუქტები:    გავესაუბრებით სოფლის მოსახლეობას, გავაცნობთ პრობლემას და  მიზანს. ინფორმირებული იქნებიან პოლიეთილენის მავნე თვისებებზე და სად და როგორ შეიძლება  განათავსონ პოლიეთილენის   ნარჩენები.გაუჩნდებათ ინტერესი  იმისა,რომ გაუფრთხილდნენ გარემოს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატი,თაბახის ფურცლები, ფოტოაპარატი  კალმები,  კომპიუტერი , ვიდეოგადამღები.
პროექტის მსვლელობა: ვარჩევთ თემას,ვაყალიბებთ  ჯგუფს და ვანაწილებ  მოვალეობებს. ვახდენთ პროექტის პრეზენტაციას და ვახდენთ განმავითარებელ  შეფასებას,  შეფასების რუბრიკის მიხედვით.
 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:                   ქიმია / ბიოლოგია. ქიმ.XII.1- მოსწავლე ახასიათებს ორგანულ ნაერთებს, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ.  
პროექტის ხელმძღვანელი:   ეკა ბობოხიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:    ekaboboxidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   boboxidzeeka.blogspot.com                                      



                                       
                                
 

                                     




                                                    
                                                      
                                                    
                                          
     

No comments:

Post a Comment